კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიურ რაიონში დაფიქსირდა.
დღეს ამტკიცებენ, რომ ვირუსი ჩინეთის ყველა რეგიონში გამოჩნდა.
30 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 7 700 ადამიანი; ავადმყოფობისგან განკურნება 170-მა პაციენტმა მოახერხა.
ჩინეთის გარდა, დაავადება დაფიქსირებულია იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, აშშ-ში, გერმანიაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და საფრანგეთში.
ვირუსი 2019-nCoV ადამიანიდან ადამიანზე გადადის. მთავარი სომპტომებია მაღალი სიცხე, დაღლილობის შეგრძნება და მცირედ სველი ხველება.