ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძისა და ანა კალანდაძის სახელობის სკვერში რამდენიმე ბანერია დაზიანებული.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ბანერებს უახლოეს მომავალში შეცვლიან.
„დაზიანების შემთხვევაში ბანერები ეტაპობრივად იცვლება. ერთი ბანერი დამზადებულია და მალე შეიცვლება, დანარჩენების შეკვეთას აპირებენ და შეიცვლება უახლოეს მომავალში“,_ გვითხრეს მერიაში.