მკვლევარებმა 3 პრეპარატი აღმოაჩინეს, რომელიც კორონავირუსზე ეფექტურად მოქმედებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო xinhuanet ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეპარატები სამხედრო მეცნიერებათა აკადემიისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემისს უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა ერთობლივად აღმოაჩინეს.
აღმოჩენილი პრეპარატებია: Remdesivir, Chloroquine and Ritonavir.
როგორც ცნობილია, Remdesivir ებოლას საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
Chloroquine-ს მალარიას სამკურნალოდ იყენებენ,
Ritonavir-ით კი აივ-სა და შიდსს მკურნალობენ.
„გურია ნიუსი“ პასუხს არ აგებს აღნიშნული მედიკამენტების დადებით მხარებსა და უკუჩვენებაზე. ვიდრე პრეპარატის შეძენასა და მოხმარებას გადაწყვეტთ, მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია.