წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ და სოფლის ბიბლიოთეკებში.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და სოციალური სამსახურის უფროსმა ქალბატონმა მარინა ჯაფარიძემ ბავშვებს წაუკითხა გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრები” და საინტერესო ამბები გურული მოჯირითეების შესახებ ამერიკაში.
ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში, დვაბზუსა და მთისპირის ბიბლიოთეკებში საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მერიისა და შემოქმედის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საინტერესო ნაწარმოებები წაუკითხეს ახალგაზრდებმა, საჯარო სკოლების პედაგოგებმა, სოფლის ხელმძღვანელებმა მუშაკებმა.