სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს, თავიანთი გაკვეთილის ნაწილი წიგნის კითხვას დაუთმეს. მათ მოსწავლეებს სხვადასხვა ლიტერატურა წაუკითხეს.
საგაკვეთილო პროცესში, კითხვის გარდა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ერთმანეთს წიგნთან დაკავშირებით საკუთარი აზრები გაუზიარეს. აღმოჩნდა, რომ პატარა მოსწავლეები საკმაოდ აქტიური მკითხველები არიან და საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ თამამად ისაუბრეს.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, წელს ღონისძიება საქართველოში უკვე მეხუთედ აღინიშნა.