„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დღეს მეხუთედ ჩატარდა.
აღნიშნული თარიღი ჩოხატაურშიც აღინიშნა.
მსახიობებმა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში მწერლის ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები გააცოცხლეს, მოსწავლეებმა კი ანა კალანდაძის ლექსები წაიკითხეს.
როგორც „გურია ნიუსთან“ ღონისძიების ერთ-ერთი პატარა მონაწილე, ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მოსწავლე, ლუკა მეგრელიშვილი ამბობს, ახალგაზრდებმა კომპიუტერული ტექნოლოგიები გონების განვითარებისთვის უნდა გამოიყენონ და რაც შეიძლება მეტი წიგნი წაიკითხონ.
„წიგნის კითხვა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ადამიანმა თუ წიგნი არ წაიკითხა დიდ გამოცდილებას ვერ მიიღებს ცხოვრებაში.
ინტერნეტ ტექნოლოგიები და სხვადასხვა თანამედროვე შესაძლებლობები კი უნდა გამოვიყენოთ გონების განვითარებისთვის“,_ ამბობს ლუკა მეგრელიშვილი.