სარგებელი, რაც “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა, არის ის, რომ ქუჩაში უფულობის გამო ადამიანი აღარ იღუპება, _ აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“ამას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, მაგრამ ის რომ 40 ათას ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახები არ არიან ამ სისტემაში და ეს არის კითხვის ნიშანი, რომ შესაძლოა ეს პროექტი არ გაგრძელდეს – ეს ასე არ არის. ეს ინდიკატორად ვერ გამოდგება, რამეთუ თავიდანვე, ეს სეგმენტი არ იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს არის, დაახლოებით, 10% რომელიც თავიდანვე კერძო სექტორიდან იღებდა სერვისებს”, _ განაცხადა ხუნდაძემ.