იოგურტის დიეტა კვირაში 4-5 კგ-ს დაგაკლებინებთ.
იოგურტის დიეტის რაციონი ერთი დღისთვის:
500 გრ ნატურალური იოგურტი უნდა გაანაწილოთ 4-5-ჯერად კვებაზე. ამას უნდა დაუმატოთ 400 გრ ახალი ხილი, რომლისგანაც შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები და მოასხათ იოგურტი. მხედველობაში იქონიეთ, რომ არ შეიძლება ტკბილი ხილის გამოყენება, ისეთების, როგორებიცაა: ყურძენი, მსხალი, ნესვი, საზამთრო. დიეტისთვის საუკეთესო ვარიანტია ვაშლი და ციტრუსები.
სადილად (ან თუ სურვილი გექნებათ, ვახშმად) იოგურტთან ერთად მივირთმევთ 100 გრ უცხიმო, მჭლე ხორცს და კიტრისა და პომიდვრის სალათას.
ვსვამთ: მწვანე ან შავ ჩაის, ონკანის წყალს და მინერალურს. დღის განმავლობაში მისაღები სითხის საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს 1,5 ლიტრს.
გარდა ამისა, კვებებს შორის შეგიძლიათ დალიოთ ახალგამოწურული წვენები, უმჯობესია, ბროწეულის, გრეიპფრუტის, ვაშლის, ფორთოხლის. რეკომენდებულია წვენების გადადუღებულ წყალში გაზავება, პროპორციით 1:2-ში.
დიეტის დაცვა რეკომენდებულია მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ აუცილებლად უნდა შეისვენოთ 2-3 თვე მაინც.
იოგურტის დიეტის დაცვა არ შეიძლება მათთვის, ვისაც ალერგია აქვს იმ პროდუქტებზე, რომლებიც რაციონში შედის (იოგურტსა და ციტრუსებზე). ეს დიეტა ასევე არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა აწუხებს.