ამერიკელი დიეტოლოგი ლაურა ჩიპულოს მტკიცებით, პირველი ფინჯანი ყავის დალევისთვის საუკეთესო დროა, როცა კორტიზოლი შემცირდება: გაღვიძებიდან 3-4 საათის შემდეგ, დღის 9-დან 12 საათებს შორის.
შემდეგ გაგრძელება დასაშვებია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყავის მაფხიზლებელი ეფექტი 6 საათამდე ნარჩუნდება. სწორედ ამიტომ გაღვიძებისთანავე ყავა საუკეთესო იდეა სულაც არ არის.
თუმცა მასზე საბოლოოდ უარის თქმა საჭირო არ არის, რამდენადაც ყავას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებიც აქვს. ის ეხმარება გულის შეტევისა და დემენციის განვითარების რისკის შემცირებაში, ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
ერთი შენიშვნა: ყავა უნდა მიიღოთ ზომიერად, საუკეთესო შემთხვევაში დღეში არაუმეტეს 2-3 ფინჯნისა.