თურქეთში, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი დაშავდა.
საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები თვითმფრინავის ბორტზე არ ყოფილან.
„არა. საქართველოს მოქალაქეები თვითმფრინავის ბორტზე არ ყოფილან“,_ გვითხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, ინციდენტი სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში 5 თებერვალს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა.
შემთხვევიდან ცოტა ხანში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
რა გახდა კატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მომხდარს თურქეთის გენერალური პროკურატურა იძიებს.