5 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, შპს „ეარნეტისთვის“, ოპტიჯურ-ბოჭკოვანი ქსელის გაყვანის მიზნით, ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებრე გარე განათების ბოძების სასყიდლიანი იჯარის ფორმით ათი წლით გადაცემას პირდაპირი განკარგვის წესით, საბოლოოდ მაინც გაბრაზებული დაეთანხმა დეპუტატი ლავრენტი ბიგვავა და საკუთარი პროტესტი მარცხენა ხელის აწევით და სიტყვიერი ირონიით გამოხატა:
_ არ შეიძლება. საკრებულოს წევრებმა ასეთ ტრივიალურ დონეზე არ უნდა ვიმსჯელოთ… „ეარნეტი“ დაინტერესებულია და ის ერთ წელზეც არ იტყვის უარს. მე მაინც მარცხენა ხელს ავწევ _ თქვა მან, კენჭისყრისას მარცხენა ხელი ასწია და ირონიაც მოიშველია, 15 წლით მინდოდა შეთავაზება და ვერ მოვასწარიო.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ლავრენტი ბიგვავა არ ეთანხმებოდა ათწლიან იჯარას, არც ფასს და ითხოვდა იჯარის ვადის შემცირებას და ფასის გაზრდას.
_ საკმაოდ მაღალრენტაბელურ საწარმოსთან გვაქვს საქმე და უნდა ვიზრუნოთ ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდაზე, მხოლოდ ტრანსფერების იმედად ვერ ვიქნებით _ არაერთხელ გაიმეორა მან საკრებულოს სხდომაზე.