ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ნოსირის გზაზე. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედაგად დაშავებული სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში, კლინიკა სენა-მედში გადაიყვანა.
“გურია ნიუსი” დაშავებულის მდგომარეობით დაინტერესდა.
კლინიკის დირექტორის გია თოლორდავას თქმით, ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომელსაც რამდენიმე წუთში გაწერენ კლინიკიდან.
“არაფერია აქ განსაკუთრებული. ალბათ, ავარიის ამბავზე მირეკავთ. მე ხომ მთავარი ექიმი არ ვარ, ვარ კლინიკის დირექტორი, არ ვარ ადგილზე. გადავრეკე კლინიკაში და მითხრეს, რომ პაციენტი 15 წუთში გაეწერება. სხვა აქ არაფერია სათქმელი”, _ გვითხრა კლინიკის ხელმძღვანელმა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლით.