გურიაში მეორე დღეა თოვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის ეკატერინე მგელაძეს ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვს არანაირი პრობლემა არ შეუქმნია სოფლებში და ქალაქის ტერიტორიაზე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, სოფელ აცანის გზაზე მიდის მარილის მოყრა.
“მხოლოდ სოფელ აცანის გზაზე ხდება მარილის მოყრა. სხვა სოფლებში გზები თავისუფალია. დიდი თოვლი არ არის,“_ გვითხრა მაკა სულაბერიძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, იამზე ვაჩეიშვილმა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა, რომ თოვას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია მუნიციპალიტეტში.
“ყველა სოფლის წარმომადგენელი არის გაფრთხილებული და პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდებია“,_ თქვა იამზე ვაჩეიშვილმა.