ჩოხატაურში და ოზურგეთში გზების გაწმენდა მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე იწმინდება ქალაქის ცენტრალური და სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. მოძრაობა ჯერჯერობით შეფერხებული არ არის.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის იამზე ვაჩეიშვილის თქმით, ბურნათზე დასრულდა გზის გაწმენდითი სამუშაოები.
“გზა იწმინდება, რომ ავტომობილებით გადაადგილება არ შეიძღუდოს.“ – გვითხრა იამზე ვაჩეიშვილმა.