მამაკაცების გული ზომით ქალბატონებისაზე დიდია, მაგრამ სამაგიეროდ, გაცილებით ნელა ფეთქავს.
მამაკაცები 20%-ით უკეთ ახერხებენ ორიენტირებას უცხო გარემოში.
მამაკაცებს ქალებზე მეტად უყვართ ტკბილეული. არადა, ამაში „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. სტატისტიკის თანახმად, ქალების უმრავლესობა “სასუსნავის” ყიდვისას თხილსა და ჩირს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო მამაკაცები “ერთსულოვნად” შოკოლადს ყიდულობენ.
ერთ ფინჯან ახალმოდუღებულ ყავას შეუძლია, ნებისმიერი მამაკაცი აავსოს ენერგიით. იმავე ეფექტის მისაღწევად, ქალებს ყავის ორმაგი დოზა სჭირდებათ.
ბავშვობაში ისინი მანქანებით შემთხვევით არ თამაშობენ. მამაკაცურ ტვინს შეუძლია უკეთ გააანალიზოს უსულო საგნები, ქალები კი ამ ნიჭს მოკლებულნი არიან. ამიტომაც არიან ქალები უფრო ხშირად მასწავლებლები, ხოლო მამაკაცები კონსტრუქტორები.
მამაკაცური ეროტიკული სიზმრები 76%-ით აბსტრაქტულია, ქალბატონების 65%-ს კი ეროტიკული სიზმრების გმირად რეალური ადამიანები ჰყავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ავარიათა უმეტესობა სწორედ მათი მიზეზით ხდება, ითვლება, რომ მამაკაცები უფრო სწრაფად ახდენენ კონცენტრაციას საჭესთან.
მამაკაცები ქალებზე გვიან ბერდებიან. დამტკიცებულია, რომ მამაკაცებს სიბერის ნიშნები 40 წლის შემდეგ “ეპარებათ”, ხოლო ქალებში ეს პროცესი 27-29 წლის ასაკიდან იწყება.
ქალები ბევრად მცივანები არიან, ვიდრე მამაკაცები. ქალის სხეული დიდი ხნით ინახავს სითბოს, მაგრამ კანქვეშა ცხიმის “წყალობით”, იგი ძნელად ხვდება ხელებსა და ფეხებში.
ხელებსა და სახეზე მამაკაცებს გაცილებით სქელი კანი აქვთ, ამიტომაც არასოდეს აწუხებთ ცელულიტი და ძლიერი ნაოჭები.