ავსტრალიაში ხანძრის შემდეგ წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიამ ახალი სამხრეთ უელსისა და კუინზლენდის შტატები დააზარალა.
წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და დაწესებულებები. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში პარალიზებულია სატრანსპორტო გადაადგილება.
უხვმა ნალექმა ცეცხლის აქტიური კერების ნაწილიც ჩააქრო. ქვეყანაში ტყის ხანძრებს სექტემბრიდან ებრძვიან.