წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს.
მომხდარს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია ეხმაურება და ამბობს, რომ მომხდარი სახუმარო ამბავი არ არის.
“ეს არაა სახუმარო ამბავი. სავარაუდოდ, ევროკავშირიდან წამოვიდა კრიტიკა, ქოცებმა კი ოღონდ კრიტიკა არ გაეზიარებინათ, სულ ჩააგდეს დოკუმენტი.
ეს ცალსახად ცუდის ნიშანია. ქოცობა ევროკავშირსაც აუხტა. ამას მოჰყვება შედეგები – ივანიშვილი რჩება იზოლაციაში. დროზე თუ არ მოვიშორეთ ეგ კაცი, ქვეყანა ძალიან ბევრს დაკარგავს. მინდა, რომ ამას ყველა ამომრჩეველი აცნობიერებდეს ამ ქვეყანაში”,_ წერს პატარაია.