რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია, მამის, რეჟისორ ნუგზარ შარიას უდიდეს წარმატებას სოციალურ ქსელში ულოცავს, თუმცა, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„რამდენადაც „ჟურნალისტებს“ პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავმჯდომარედ ფარული კენჭის ყრით, ნუგზარ შარია აირჩიეს. ნუგზარ შარიას კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა!!! ნოემბერში, ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა. თავმჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. უჟგოროდის ტვ-ს სიუჟეტს გთავაზობთ. ოსკარების ჟიურიზე საუბარი, ამ ვიდეოში არ არის. გილოცავ მამაჩემო!!!“ _ წერს შარია.