ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა.
როგორც Al Jazeera იუწყება, K1 ბაზის მიმართულებით სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ამერიკელ სამხედროებს შორის დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან.
პენტაგონის ინფორმაციით, თავდასხმა პროირანულმა ძალებმა განახორციელეს, რაზეც მკაცრად უნდა აგონ პასუხი.