ისრაელის სამხედროების ტელეფონებში „ჰამასის“ წევრებმა შეაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, „ჰამასის“ წევრები ისრაელის არმიის ჯარისკაცებს ახალგაზრდა ქალების ყალბი ანგარიშებით უკავშირდებოდნენ და „გაცნობას სთავაზობდნენ“.
როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, „ჰამასის“ წევრებმა ასე მოახერხეს სამხედროების ტელეფონებში შენახული მონაცემებზე წვდომა, მათ შორის შეეძლოთ, სამხედრო მოსამსახურის ადგილმდებარეობის დადგენაც. გარდა ამისა, ახერხებდნენ სამხედროების საუბრის ჩაწერას.
როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ეს ისრაელის ჯარისკაცებზე კიბერთავდასხმის მესამე შემთხვევაა.