დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში სამჯერ წაისვით დაზიანებულ კანზე.
ფეხების ოფლიანობისას კვირაში ორჯერ გაიკეთეთ ძმრის აბაზანები ან მუქი ჩაის ფერის აბაზანები.
ხველებას მოგიხსნით შავი შოკოლადი, რომელიც ჩაგიდნებათ ყელში.
გულისრევის შეგრძნებას შეებრძოლებით ჯანჯაფილით. მისი ფესვი გახეხეთ, დაუმატეთ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, დალევამდე ჭიქაში ჩააგდეთ ყინულის ნაჭერი.
შებერილობისას დალიეთ პიტნის თბილი ჩაი.
უსიამოვნო სუნს პირში მოიშორებთ, თუ ლიმონის წვენს გამოივლებთ.
სილურჯე თვალებქვეშ გაგიქრებათ, თუ გამოყენებულ ჩაის პაკეტს გააცივებთ (თუნდაც მაცივარში) და თვალებზე 10 წუთის განმავლობაში დაიდებთ.
ყელის ტკივილისას დაჭყლიტეთ 6 კბილი ნიორი, გახსენით თბილ წყალში და გამოივლეთ დღეში ორჯერ.
კბილების სიყვითლეს მოიშორებთ, თუ სოდას დაუმატებთ გახეხილ მარწყვს და ასეთი კბილის პასტით გამოიხეხავთ კბილებს.
თუ უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ შეჭამეთ 1 მუჭა კენკრა ან ფეხები ცხელი წყლით დაიბანეთ. ეს დაგეხმარებათ მოდუნებასა და დაძინებაში.