ორსულობა
სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება ესიზმროს არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც. „სიზმარში ორსულობა წარმოადგენს რაღაც სიახლის სიმბოლოს, რომელიც თქვენში იზრდება“, – თვლის ფსიქოლოგი დევიდ ბედრიკი. თქვენ ქვეცნობიერად ცდილობთ „იმშობიაროთ“ ახალი საინტერესო შემოქმედებითი პროექტი. ეს ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს: მოთხრობის დაწერა თუ სახლის რემონტი. დროა დასახოთ მიზანი და წარუდგეთ სამყაროს ახალ ამპლუაში.
მარცხი გამოცდაზე
თქვენ იღებთ ბილეთს გამოცდაზე და უცბად ხვდებით, რომ არაფერი არ გახსოვთ, ან დგეხართ დიდი აუდიტორიის წინაშე და ხმას ვერ იღებთ. ასეთი სიზმრები შეიძლება დაესიზმროს არა მხოლოდ მოსწავლეს ან სტუდენტს, არამედ ადამიანებს, რომლებმაც დიდი ხანია დაამთავრეს სწავლა. დიდი ალბათობით, სიზმრამდე ცოტა ხნით ადრე განიცადეთ სტრესი, რაღაცაზე ძალიან ინერვიულეთ. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მოიწყოთ დასვენება.
ვარდნა
ფსიქოლოგის იენ უოლესის აზრით, სიზმარი ვარდნის შესახებ სიმბოლიზირებს კონტროლის დაკარგვის შიშს. თქვენ აღარ შეგიძლიათ რაღაც მართოთ თქვენს ცხოვრებაში, შესაძლებელია დადგა მკვეთრი ცვლილებების დრო, რომლისთვისაც არ იყავით მზად. დაფიქრდით, ცხოვრების რომელ სფეროში (სამსახური, ფინანსები, ჯანმრთელობა და ა.შ.) გრძნობთ ახლა თავს დათრგუნულად და როგორ შეიძლემა ამის გამოსწორება.
კბილების დაკარგვა
ქვეცნობიერად კბილები – უპირველეს ყოვლისა ჩვენი იარაღია, ძალის ნიშანი. შეიძლება არც ისე დიდი ხნის წინ თავი დაუცველად რეალურ ცხოვრებაში იგრძენით. ამის შესახებ წერს ფსიქოლოგი პენი პირსი. ფსიქოლოგი პატრიცია გარფილდი კი, რომელიც მრავალი წელია სწავლობს სიზმრებს, სიზმრებს დაკარგულ კბილებზე ფარულ რისხვასთან აკავშირებს. როცა ვახშობთ რისხვას, როგორც წესი, ყბებს ვუჭერთ. ასეთი სიზმარი ადამიანს შეიძლება აფრთხილებდეს, რომ დროა გათავისუფლდეთ ნეგატიური გრძნობებისგან.
გაუმართავი ტექნიკა
თქვენ ცდილობთ ისარგებლოთ რომელიღაც ტექნიკით, მაგრამ ის ფუჭდება, მაგალითად, გამოვიდა წყობიდან ტელეფონი და ვერ რეკავთ. პატრიცია გარფილდის აზრით, ასეთი სიზმრები უფრო ხშირად ქალებს ესიზმრებათ და ახდნენ სიმბოლიზირებას განცდებთან, რომლებიც დაკარგულ ადამიანებს უკავშირდება. ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე სიზმრები, სადაც ცდილობთ მართოთ სატრანსპორტო საშუალება, მაგრამ ის გაუმართავია. დიდი ალბათობით, თქვენ მოკლებული ხართ მხარდაჭერას, მარტოს არ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციას.