“ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამიანი არის და ნათლად გამოჩნდა დღესაც, ისევ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი”,_ ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რომელსაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა, თავის სატელიტ პარტიებთან ერთად. მერაბიშვილს პასუხს გასცემენ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ის ადამიანები, ვინც მან გააუბედურა და უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.