კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ არ არის მართალი, თითქოს სერგეი ლავროვი თბილისში 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა.
„ის ჩამოსული იყო 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე და მაშინდელი ოპოზიცია მას შევხვდით თბილისი-მარიოტში, იპოდრომის მიტინგის შემდეგ. აღნიშნულ შეხვედრას ამ სტრიქონების ავტორის გარდა ესწრებოდნენ ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, ნესტან კირთაძე და კახა შარტავა. მახსოვს, როგორ აღთქმასავით დადო, ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის და ცხინვალის ცნობასო“,_ წერს გამსახურდია.