ნიუ-დელიში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს აქცია მოჰყვა, რომელიც ახალი სამოქალაქო კანონის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
CNN-ის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის პოლიციის ოფიცერიცაა, 188 ადამიანი კი დაშავდა.
მოქალაქეების აღშფოთება ახალმა კანონმა გამოიწვია, რომელიც არა მუსულმანური უმცირესოებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ეხება.