ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა „ორიგინალური“ კვლევა ჩაატარეს. კვლევის მიხედვით დადგინდა რომ სრულყოფილია ქალის სხეული, რომლის სიმაღლეც 168 სმ-ია, ხოლო სხეულის გარშემოწერილობა (მკერდი, წელი, თეძოები) 99-63-91.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გარდა ამ პარამეტრებისა, იმისთვის, რომ ქალის სხეულს სრულყოფილი, მომხიბვლელი და სასურველი ვიზუალი ჰქონდეს, მასში უნდა ჩანდეს ქალი, რომელიც ბავშვს გააჩენს, რომელიც მის გამოკვებას შეძლებს.
კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მამაკაცს მოსწონს და სრულყოფილად მიაჩნია ის ქალი, რომელიც ჯანსაღად გამოიყურება.
კვლევის ფარგლებში ორ აბსოლუტურად სხვა მსოფლმხედველობის მქონე მამაკაცზე ჩაატარეს ცდა და ორივე მათგანი ისეთი ქალით მოიხიბლა, როგორიც ზემოთ აღვწერეთ.