იდლიბში ვითარება ისევ დაძაბულია.
სირიის ობსერვატორიის, ომის დამკვირვებელი ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში თურქული მხარის მიერ სირიის სამთავრობო პოზიციებზე მიტანილ იერიშს 48 სამხედრო ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო იერიშები შაბათს გააგრძელა რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამხედრო ძალებმაც.