თურქეთი-საბერძნეთის საზღვარზე დაპირისპირება მოხდა მიგრანტებსა და საბერძნეთის პოლიციას შორის. სამართალდამცავებმა მიგრანტების ქვეყანაში არ შეშვების მიზნით, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
როგორც REUTERS იუწყება, საბერძნეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მის საზღვართან მოხდა საზღვრის დარღვევის ორგანიზებული, მასობრივი და არალეგალური მცდელობა, რასაც ქვეყანამ გაუძლო.
„ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს საზღვრების დასაცავად“,_ აცხადებს საბერძნეთის ხელისუფლება.
ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იდლიბში მომხდარი იერიშის შემდეგ ასობით მიგრანტს, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა სურთ, აღარ შეაჩერებს.