კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, “ტვიტერი“ საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში თანამშრომლებისთვის დისტანციურად მუშაობა სავალდებულოა.
მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში კი დასაქმებულ 5,000-მდე თანამშრომელს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს, რომლის მიზანია, კომპანიასა და მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობის შემცირებაა
„დაწყებული დღევანდელი დღიდან ჩვენ დაჟინებით ვურჩევთ ყველა ჩვენს თანამშრომელს მსოფლიოს მასშტაბით სახლიდან იმუშაონ, თუ ეს შესაძლებელია. ჩვენი მიზანია კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირება.
Twitter-ის თანამშრომლები ჰონგ-კონგში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ვალდებულნი არიან სახლიდან იმუშაონ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 48 163 პაციენტი.