რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის იდეით გამოდის.
როგორც Euronews იუწყება, პრეზიდენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები წარადგინა, რაც ღმერთის ხსენებას და ქორწინების ჰეტეროკავშირად მოხსენიებას ითვალისწინებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ინიციატივას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რადგან ცვლილება შეუსაბამოა რუსეთისთვის, როგორც მულტიდემოკრატიული ქვეყნისთვის.
ექსპერტების შეფასებით კი ცვლილება შესაძლოა პუტინმა საკუთარი ძალაუფლების გაფართოების მიზნით გამოიყენოს.