აჭარის საზოგადოებრივი მაწუყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ სიანფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად გიორგი აბაზაძე წარადგინა.
საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, გიორგი აბაზაძე დათანხმდა წინადადებას. დირექტორმა მაუწყებლის 8 მმართველიდან 7 თანხმობა მიიღო.
ერთი მმართველი წინააღმდეგი წავიდა იმ მოტივით, რომ კრიზისულ სიტუაციაში, აუცილებელი იყო, დროებით, საინფორმაციო სამსახურის ხელმძრვანელად მმოქმედი რედაქტორი დანიშნულიყო, რისი მზაობა და სურვილი ჰქონდა საინფორმაციო სამსახურს. ეს კი კრიზისულ პერიოდში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა.
ონლაინ სამსახურის ხელმძღვანელის ეს წინადადება გიორგი კოხრეიძემ არ გაითვალისწინა.
გიორგი აბაზაძის კონსულტანტად კი, ლალი ბერძენიშვილი ინიშნება. ამის შესახებ, მაუწყებლის მმართველთა საბჭოზე დირექტორმა განაცხადა. ლალი ბერძენიშვილს მანამდე წინადადება ჰქონდა, რომ ტავად ყოფილიყო მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა უარი განაცხადა თუ ამის მზაობა არ ექნებოდა ახალი ამბების სამსახურს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დაკავებული თანამდებობიდან 28 თებერვალს გაათავისუფლეს.
მანამდე კი, აჭარის მაუწყებლის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან გაუშვეს მაია მერკვილაძე.
მაუწყებლის ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირების წევრები, სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის ახალი ამბებიდან ჩამოშორების შესახებ ინფორმაციას, სამი კვირის წინ ფლობნენ და საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტსა და მრჩეველთა საბჭოს სამ წევრს, რომლებიც “ქართული ოცნების” კვოტით მოხვდნენ ბორდში, საინფორმაციო პოლიტიკაში შეცვლა სურთ, მმართველი გუნდის სასარგებლოდ.
შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ გაუშვეს, მას მაუწყებელში ონლაინ სამსახურის უფროსის კონსულტანტის თანამდებობა შესთავაზეს.
წყარო: ajaratv