უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, იმერეთის რეგიონში გუბერნატორის ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტშის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში საბავშვო ბაღებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დეზინფექცია ყოველდღიურად მიმდინარეობს.
დღეს დილის საათებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიის მიმდებარე ავტო სადგურში.
,,დეზინფექცია ყოველდღიურად 50-მდე სამარშრუტო ტაქსს უტარდება”-უთხრა ,,გურია ნიუსს” ავტო სადგურის უფროსმა, ჯონი სტურუამ. სამუშაოების მიმდინარეობას ყოველდღიურად თვალს ადევნებს.
დღეს დილითაც ბაზრის ტერიტორიაზე სადენზიფექციო პროცესებს მონიტორინგი აწარმოა.
ვალერიანე ფოცხვერიას თქმით, სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.