დღეს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური რეკომენდაციები გაავრცელა.
სამინისტრო ურჩევს მედიის წარმომადგენლებს რესპონდენტთან 1 – 1.5-მეტრიანი დისტანცია შეინარჩუნონ.
რეკომენდაციათა სრული სია გამოიყურება ასე:
“ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების და/ან შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქების დროს ჟურნალისტება/მედიის წარმომადგენლებმა უნდა გაითავლისწინონ და დაიცვან მარტივი რეკომენდაციები:
მიკროფონებისთვის ღრუბლების მოშორება;შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე; შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით; ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია; უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება – არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე, შესაძლებელია მოხდეს ვირუსის ჩასუნთქვა; სამუშაო პროცისის დასრულებისთანავე რეკომენდებულია ნიღბის მოხსნა, წინა ზედაპირის შეხების გარეშე და გადაგდება სანაგვე ყუთში; სველი წესით გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ჟურნალისტები ხშირად ეხებიან (ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ვისური სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა ზედაპირზე, თუმცა, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით – რამდენიმე საათს); ასევე გასათვალისწინებელია: ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დაიმუშავება სპირტის შემცველი ხსნარით: დაუშვებელია თვალების, ცხვირსა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება.“