წელს საქართველოს ევროვიზიაზე თორნიკე ყიფიანი წარადგენს სიმღერით „მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“ / Tornike Kipiani – Take Me As I Am.
სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია, ხოლო სიმღერის არანჟირებაზე ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია.