დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს.
თუ უფიქსირდებათ სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, რესპირაციული სიმპტომები, აუცილებელია მიმართონ ექიმს.
„კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ბრუნდება იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და უკვე სხვა ქვეყნებიდანაც, თუ უფიქსირდებათ სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, რესპირაციული სიმპტომები, აუცილებელია მიმართონ ექიმს და მოიქცენ იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. შესაძლებელია მიმართონ თავის ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციური პროფილის დაწესებულებებს, სადაც მათ ჩაუტარდებათ კონსულტაცია და ლაბორატორიული კვლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.