BBC-ის ინფორმაციით, თურქეთი მიგრანტებს ეგეოსის ზღვით საბერძნეთისკენ გადაადგილების საშუალებას აღარ მისცემს.
როგორც სანაპირო დაცვა ამბობს, ზღვით საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა უსაფრთხო არ არის.
მიგრანტების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან ერთ კვირაში მიიღო.
ცნობისთვის, იდლიბში თურქი სამხედროების დაღუპვის შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპაში ჩასვლის მსურველ მიგრანტებს აღარ შეაჩერებდა და საზღვრებს გაუხსნიდა.
ევროკავშირმა ერდოღანი მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.