ბათუმის ინფექციურში გადაყვანილი 3 პირიდან, ერთ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახე ახლახანს [19:30] გახდა ცნობილი.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი სამივე პირი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.
იტალიიდან შემოსვლის შემდეგ, სამივე პირი კარანტინში იმყოფებოდა, თუმცა გუშინ, 14 მარტს, ადრე დილით, ისინი ინფექციურში გადაიყვანეს.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, 15 მარტს კიდევ ოთხი პირი შეიყვანეს.
დღეს, 15 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის სამი დღეს დადასტურდა. კარანტინის რეჟიმში 427 პაციენტი იმყოფება, 73 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
წყარო: ბათუმელები”