კორონავირუსით ინფიცირებულ სამ ახალ პაციენტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი, _ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს უცხოეთში, მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან ჰქონდათ კავშირი და მეოთხეული, შიდაგადაცემა არ დაფიქსირებულა. მისივე ინფორმაციუით, პაციენტები საშუალო ასაკის არიან, ერთი კაცი და ორი ქალი. ერთის მდგომარეობა სერიოზულია, მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სამივე ადამიანმა იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ზუსტად არ ვიცი, თვითიზოლაციის რომელი ფორმა ჰქონდათ გამოყენებული. მათ კავშირი არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომელზეც აქამდე გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე ინფორმაციით, ახალი პაციენტებიდან ერთი ინფექციურშია მოთავსებული, ორი კი სხვა კლინიკაში. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მიმდინარეობს დაინფიცირებული ადამიანების კონტაქტების შესწავლა.
ინფექციურში ლუგარის ლაბორატორიიდან 9 პაციენტზე პასუხს ელოდებიან.