იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368 ადამიანით გაიზარდა. საერთო ჯამში, ინფექციამ ქვეყანაში 1 809 ადამიანი იმსხვერპლა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში დაინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 24 747-ია. მათგან კრიტიკული/სერიოზულია 1518 ადამიანის მდგომარეობა. 2 335 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, გამოჯანმრთელდა 76 588 პაციენტი.