nCoV2019.live. ვებ-გვერდი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობას ეხმარება კორონავირუსის შემთხვევებზე თვალყურის დევნებაში 17 წლის ბიჭის შექმნილია. ინფორმაციას ამის შესახებ Democracy Now ავრცელებს და ევი ჩიფმენთან ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც ინტერვიუში მოზარდი ამბობს, ვებგვერდის იდეა მომხმარებლებისთვის მონაცემების მარტივად მისაწოდებლად განიზრახა.
„ვებგვერდის შექმნა შობაზე დავიწყე. მთავარი მიზანი იყო ფაქტების და მონაცემების მარტივად მიწოდება, მაგალითად შემოხვიდეთ ტელეფონით და მყისიერად დაინახოთ ფაქტები, იხილოთ შემთხვევების საერთო რაოდენობა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა და ამ სახის ინფორმაცია ასევე ცალკეული ქვეყნების მიხედვით. ამ ვებ გვერდის შექმნა ძირითადად მინდოდა იმიტომ რომ პირდაპირი ფაქტების მისაღებად საჭიროა სამთავრობო გვერდზე შესვლა და ყოველდღიურად PDF-ს მსავსი ვერსიის გადმოწერა და შემდეგ წაკითხვა. არ მინდოდა რთული ყოფილიყო.
როდესაც ვებსაიტს ვქმნიდი უხანში 1000-ზე ნაკლები შემთხვევა იყო გამოვლენილი. ასე რომ ეს დიდი ხნის წინ შევნიშნე და დავინახე, რომ ამ ინფორმაციის მოძიება რთული იყო. გავრცელდა უამრავი დეზინფორმაცია. გადავწყვიტე, რომ კარგი იქნებოდა ვებგვერდის შექმნა,რომელიც ინფორმაციის ცენტრალური კერა იქნებოდა“,_ ამბობს ინტერვიუში ჩიფმენი.
ინტერვიუში 17 წლის ბიჭი აღნიშნავს, რომ კომიუტერულ პროგრამებზე დაახლოებით 10 წელია მუშაობს, ვებგვერდის განვითარებას კი რამდენიმე თვე მოანდომა და საიტზე მუშაობის პროცესში თვითონაც სწავლობდა.
„ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ყველაფერი ისწავლოთ. თუ შეკითვა გამიჩნდა და არ ვიცი როგორ გავაკეთო რამე, გუგლში ვეძებ და ვხვდები“,_ ამბობს ის.