თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, ცოტა ხნის წინ, რუსეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე, პოლიციამ თელავის ცენტრში იძულების წესით აიყვანა. მას საკარანტინო ზონაში მოათავსებენ. ინფორმაციას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, შუახნის კაცი, რომელიც იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თელავში მდებარე იუსტიციის სახლში მივიდა, რა დროსაც მისი იდენტიფიცირება ერთ-ერთმა იქ მყოფმა შეძლო და სამართალდამცველები გამოიძახა.
იძულების წესით კახეთიდან საკარანტინო ზონაში 8 ადამიანია გადაყვანილი.