სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კარანტინის რეჟიმში შვიდი, ხოლო თვითიზოლაციაში 95 პირია, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განუცხადა.
ნანა ოდიშარიას თქმით, მათი ძირითადი ნაწილი საფრანგეთიდან ჩამოსულია.
ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდება სამეგრელო-ზემო სვანეთში ასეთია: აბაშა-6, წალენჯიხა-14, ხობი-8, სენაკი-13, მარტვილი-8, ჩხოროწყუ-6, ფოთი-17, მესტია-1.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 34პირს დაუდასტურდა, მათგან ერთ-ერთი სრულად გამოჯანმრთელდა.