თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კორონავირუსის საფრთხის გამო თბილისში მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებში მძღოლის სივრცის იზოლირება მოხდება.
“მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის სხვა სივრცისგან და დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ მხოლოდ უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან”, – განმარტა კალაძემ.
გარდა ამისა, ხვალიდან მუშაობას წყვეტენ კონდუქტორები. მერი ამბობს, რომ მათ ხელფასი მაინც ჩაერიცხებათ.