საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა და დაარეგისტრირა.
კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17715 მუხლი:
„მუხლი 17715. კარანტინის წესის დარღვევა
კარანტინის წესის დარღვევა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
——
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
„მუხლი. 1321. კარანტინის წესის დარღვევა
კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”.
პროექტი განიხილება დაჩქარებული წესით.