სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა ფაილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ყველა ცარიელ ქალაქზე საშინელი სანახავია ცარიელი და დადუმებული სკოლის კედლები. ვიდექი და ვფიქრობდი, რა ამბავი იქნებოდა ახლა ამ დერეფნებსა და ეზოში, ყურთასმენა არ იქნებოდა, გვერდს ვერ ავუქცევდით ერთმანეთს, გადაძახილ–გადმოძახილი გააყრუებდა გარემოს, ზარის ხმაზე კი დაიძრებოდა ყველა ჭიანჭველებივით ერთი მიმართულებით და აი, მაშინ უნდა ნახოთ, რა ამბავი არის ხოლმე… ბევრნი არიან #ჩემიპირველები ბევრნი და ჭკვიანები, ნიჭიერები, ხმაურიანები, ენერგიულები, კრეატიულები, ლაღები, თავისუფლები… იმედია, მალე გაივსება აქაურობა ჩემი ბავშვების ჟივილ–ხივილით და აი, მაშინ დავდგები და საერთოდ არ შევალ კაბინეტში, დავტკბები მათი ყურებით, დავყრუვდები მათი ხმაურით და ვიქნები ბედნიერი და ამაყი.
#ჩემიპირველები ისევ ერთად ვიქნებით… მალე… მალეეეე… _წერს ხათუნა ფაილაძე.
პ.ს. სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული იყო პატრულის თანამშრომელი, ამჟამად გმირი ირაკლი ქუთათელაძე, რომელმაც თბილისში, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ახაგაზრდა ქალი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.