,,მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. მოქალაქეს, რომელიც რვა მგზავრთან ერთად იმყოფებოდა, დაურეკეს ტელეფონზე და უთხრა რომ პოლონეთიდან სამი დღის ჩამოსული იყო და დანიშნულების ადგილზე მალე მივიდოდა. ჩვენი რეაქცია ამაზე ადეკვატური იყო და შესაბამის სამსახურებს შევატყობინეთ, როგორც კი პოლიცია დაგვედევნა და გაჩერდა მიკროავტობუსი მოქალაქე გაიქცა, რამდენიმე წუთის შემდეგ ის სამართალდამცველებმა დაააკავეს და აღმოჩნდა, რომ მას თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდათ გაცემული.” – აცხადებეს მგზავრი, რომელიც თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით მგზავრობდა
როგორც გორის მუნიციპლაიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში dianews.ge-ს განუცხადეს, მათი ადგილზე მისვლისას ხალხი დაპანიკებული იყო და ერთ-ერთი ახალგაზრდა შეუძლოთაც კი გახდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას რეკომენდაციები მისცეს და 10-ამდე ადამიანი ორკვირიან კარანტინს თვითიზოლაციაში გაივლის.
მოქალაქე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთთან, ავტომაგისტრალზე გაიქცა პოლიციამ უკვე დააკავა და მას საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.