2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კორონავირუსის გამო აღარ გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია დღეს დაადასტურა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა.
ცნიბისთვის, ევროფესტივალი როტერდამში უნდა გამართულიყო 12,14 და 16 მაისს. წელს ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენდა.
ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა კონკურსი კვლავ როტერდამში 2021 წელს.