თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები პაატა ბურჭულაძის შვილის კუთვნილ ოფისში მიმდინარეობს.
ჩხრეკა სავარაუდოდ, კორონავირუსის შესახებ ცრუ sms შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება, რომლის შინაარსიც ასეთი იყო, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი ქვეყანა იზოლაციაში უნდა მოქცეულიყო. sms შეტყობინებები ჯანდაცვის სამინისტროს სახელით გაიგზავნა.
წყარო:იმედინიუსი