სანამ ჩვეულ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით, თვითიზოლაციაში ყოფნის გასამარტივებლად, ერთ საინტერესო გასართობს შემოგთავაზებთ; მითუმეტეს, მომავალში ეკონომიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად, ყველას ბევრი შრომა დაგვჭირდება, ხოლო კიტრის და სხვა კულტურების ჩითილის გამოყვანის ეს ორიგინალური მეთოდი დროის გაყვანაშიც დაგვეხმარება და ოჯახის ბიუჯეტსაც მცირედით, მაგრამ მაინც წაადგება.
agronews.ge-ს ინფორმაციით, შეგვიძლია პოლიეთილენის გამჭვირვალე (შეუფერავი) ბოთლი სიგრძეზე გავჭრათ, ჩავაფინოთ რამდენიმე ფენა, წყალში დამბალი ტუალეტის ქაღალდი. ქაღალდზე ზემოდან მჭიდროდ დავალაგოთ კიტრის ან სხვა რომელიმე ბოსტნეულის თესლის მარცვლები და ოდნავ დაწოლით ცოტათი ჩავფლათ დამბალ ქაღალდში.
ზემოდან ბოთლს ჩამოაცვით პოლიეთილენის ასევე გამჭვირვალე პარკი და ბოლოები შეუკარით ისე, რომ თავისებურ მცირე სათბური გამოვიდეს.
თესლი ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ორი-სამი კვირა, ან მეტი ხანი გააჩეროთ, მცენარე მხოლოდ ორ ფოთოლს გამოიტანს, ფესვები ზრდას განაგრძობს და კარგად გაძლიერდება.
მორწყვა საჭირო არ არის, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე, რადგან კონდენსატი, რომელიც პოლიეთილენის ფირზე დაგროვდება, მუდმივად უკანვე ჩაბრუნდება. როცა საჭიროდ ჩათვლით, ჩითილი შეგიძლიათ სათბურში, ღია გრუნტში ან აივანზე მდგარ დიდ ქოთნებში გადაიტანოთ.
ამგვარად გამოყვანილი და გრუნტში გადატანილი მცენარე, სხვა ტრადიციული მეთოდი გამოყვანილ მცენარეებზე უკეთ და სწრაფად გაიზრდება, რადგან მას ფესვთა სისტემა უკეთესად ექნება განვითარებული.