გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით 72 ადამიანი არის თვითიზოლაციაში, 18 იმყოფება კარანტინში. კარანტინში არიან იძულებით გადაადგილებული ადამიანები. საბედნიეროდ, გურიაში არცერთი შემთხვევა კორონავირუსის არ არის დაფიქსირებული.
“რეგიონის მაშტაბით გახორციელდა პრევენციული ღონისძიებები, დაიხურა რესტორნები და კაფეები. დღეს დაიხურება სალონები და ის ტექნიკის მაღაზიები, რომლებიც რეგიონში არის განთავსებული და ყველა ეს ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ იყოს დაცული მაქსიმალურად მოქალაქეების ჯანმრთელობა და თავი ავარიდოთ ამ პანდემიას.
რაც შეიძლება გაგებით უნდა მოვეკიდოთ ყველა რეკომენდაციას და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისგან და თვითიზოლაციაში უმჯობესია იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც არიან 60 წელს გადაცილებულები, ვინაიდან მათი რისკ ჯგუფი უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდების,“ – ამბობს ზურაბ ნასარაია.